ბილეთი №1282 · მარეგულირებელი
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

პასუხები
- 1მხოლოდ პირდაპირ
- 2მხოლოდ მარცხნივ
- 3მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)სწორი პასუხი
- 4ყველა მიმართულებით
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
მოკლედ
მარეგულირებლის სიგნალს უპირატესი ძალა აქვს შუქნიშნის, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მიმართ. გზაჯვარედინზე ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, თუ მარეგულირებელი მათ უგულებელყოფას კონკრეტულად არ მიუთითებს.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალებათ ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1282 · maregulirebeli