ბილეთი №18 · მარეგულირებელი
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 2ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
- 3თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სწორი პასუხი: 2. ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
მოკლედ
მარეგულირებლის წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“-ია მისი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მარცხნივ მიდის, ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ.
კანონის ტექსტი
მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის. ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რომელი…
- რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 18 · maregulirebeli