ბილეთი №277 · გასწრება

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №277: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. 3ორივე ავტომობილის მძღოლი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია, გარდა მარჯვნიდან დაშვებული გასწრებისა და იმ გზისა, სადაც უპირატესობა გაქვს. ამ სიტუაციაში არცერთი მძღოლი წესს არ არღვევს.

კანონის ტექსტი

გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა; ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 277 · gaswreba