ბილეთი №279 · გასწრება
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 3ორივე ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლს
სწორი პასუხი: 3. ორივე ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
სამზოლიან გზაზე შუა ზოლზე, რომელიც ორივე მიმართულებისთვისაა, გასვლა შეიძლება მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნებისთვის. განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მოძრაობაა, გადასვლა აკრძალულია.
კანონის ტექსტი
სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 279 · gaswreba