ბილეთი №377 · რკინიგზის გადასასვლელი
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 3ორივე ავტომობილის მძღოლს
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლს
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
რკინიგზის გადასასვლელზე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას. გადასასვლელზე მობრუნებაც აკრძალულია.
კანონის ტექსტი
რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა). აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 377 · rkinigzis gadasasvleli