ბილეთი №414 · რკინიგზის გადასასვლელი
მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერდეს:

პასუხები
- 1შუქნიშნის გასწვრივ
- 2უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
- 3„სდექ“ ხაზთანსწორი პასუხი
- 4უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე
სწორი პასუხი: 3. „სდექ“ ხაზთან
მოკლედ
როცა რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, გაჩერდი „სდექ“ ხაზთან. თუ ხაზი არ არის, გაჩერდი 2.4 ნიშანთან ან შუქნიშანთან.
კანონის ტექსტი
რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 414 · rkinigzis gadasasvleli