ბილეთი №415 · რკინიგზის გადასასვლელი

ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

ბილეთი №415: ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

პასუხები

  1. 1გაჩერდება ნახევარშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზესწორი პასუხი
  2. 2შემოუვლის შლაგბაუმს და გაივლის რკინიგზის გადასასვლელს
  3. 3სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით თვითონ გახსნის შლაგბაუმს და გააგრძელებს მოძრაობას
  4. 4ამ ბილეთში ჩამოთვლილი პასუხებიდან არცერთი არ არის სწორი

სწორი პასუხი: 1. გაჩერდება ნახევარშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე

მოკლედ

დაკეტილი ნახევარშლაგბაუმის წინ გაჩერდი მისგან არანაკლებ 5 მეტრზე. შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებურად გახსნა აკრძალულია.

კანონის ტექსტი

მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 415 · rkinigzis gadasasvleli