ბილეთი №417 · რკინიგზის გადასასვლელი

მოცემულ სიტუაციაში, სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩერებული, რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

ბილეთი №417: მოცემულ სიტუაციაში, სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩერებული, რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

პასუხები

  1. 1მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  3. 3ორივე ავტომობილის მძღოლები
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 1. მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

აკრძალული სიგნალის დროს გადასასვლელზე არავინ უნდა შევიდეს, შლაგბაუმის მდგომარეობის მიუხედავად. გაჩერება უნდა მოხდეს „სდექ“ ხაზთან, ნიშანთან ან შუქნიშანთან, არ უნდა გადაკვეთო.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 417 · rkinigzis gadasasvleli