ბილეთი №421 · რკინიგზის გადასასვლელი

მატარებელი ამთავრებს რკინიგზის გადასასვლელის გავლას. ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

ბილეთი №421: მატარებელი ამთავრებს რკინიგზის გადასასვლელის გავლას. ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

პასუხები

  1. 1დაუყოვნებლივ, მატარებლის გავლის შემდეგ
  2. 2მატარებლის გავლისა და შუქნიშანზე მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. მატარებლის გავლისა და შუქნიშანზე მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ

მოკლედ

როცა გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, არავინ უნდა შევიდეს. გააგრძელე მხოლოდ მატარებლის გავლის და ყვითელი მოციმციმე სიგნალის ჩართვის შემდეგ, სიფრთხილით.

კანონის ტექსტი

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 421 · rkinigzis gadasasvleli