ბილეთი №425 · რკინიგზის გადასასვლელი
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1ორივე ავტომობილის მძღოლს
- 2არცერთი ავტომობილის მძღოლს
- 3მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 4მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, თუ მოძრაობას გზაჯვარედინის ტიპის შუქნიშანი არ არეგულირებს.
კანონის ტექსტი
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.3 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ბ) ნიშნები 1.1 და 1.2, დაუსახლებულ პუნქტში მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე; ვ) ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 425 · rkinigzis gadasasvleli