ბილეთი №436 · რკინიგზის გადასასვლელი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

ბილეთი №436: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

პასუხები

  1. 1ეკრძალებასწორი პასუხი
  2. 2არ ეკრძალება

სწორი პასუხი: 1. ეკრძალება

მოკლედ

გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა გზაჯვარედინის ტიპის შუქნიშნით რეგულირებული შემთხვევისა.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.3 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ბ) ნიშნები 1.1 და 1.2, დაუსახლებულ პუნქტში მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე; ვ) ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 436 · rkinigzis gadasasvleli