ბილეთი №442 · რკინიგზის გადასასვლელი

რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:

პასუხები

  1. 1მხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა
  2. 2მხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
  3. 3მხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა
  4. 4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება

მოკლედ

რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო ზოლზე გასვლით მდგომი ავტომობილის შემოვლა და შლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება აკრძალულია.

კანონის ტექსტი

რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 442 · rkinigzis gadasasvleli