ბილეთი №431 · რკინიგზის გადასასვლელი
მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის მოციმციმე ყვითელ მაშუქ სიგნალზე:

პასუხები
- 1მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან და დაელოდოს სიგნალის შეცვლას
- 2მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოესი რელსიდან არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
- 3მძღოლს უფლება აქვს გააგრძელონ მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვითსწორი პასუხი
- 4მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
სწორი პასუხი: 3. მძღოლს უფლება აქვს გააგრძელონ მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით
მოკლედ
ყვითელი მოციმციმე სიგნალი რკინიგზის გადასასვლელზე გაძლევს გაგრძელების უფლებას, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვა.
კანონის ტექსტი
რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 431 · rkinigzis gadasasvleli