ბილეთი №422 · რკინიგზის გადასასვლელი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს:

ბილეთი №422: მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს:

პასუხები

  1. 1ნახევარშლაგბაუმთან, არანაკლებ 5 მ-ის მანძილზე
  2. 2უახლოესი რელსიდან, არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე
  3. 3შუქნიშანთანსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. შუქნიშანთან

მოკლედ

აკრძალული სიგნალის დროს გადასასვლელზე შესვლა არ შეიძლება, შლაგბაუმი რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. გაჩერდი შუქნიშანთან.

კანონის ტექსტი

მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 422 · rkinigzis gadasasvleli