ბილეთი №276 · გასწრება

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

ბილეთი №276: რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს
  2. 2მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  3. 3ორივე ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლს

სწორი პასუხი: 3. ორივე ავტომობილის მძღოლს

მოკლედ

გასწრება მარცხნიდან უნდა მოხდეს, ხოლო მარჯვნიდან მხოლოდ მაშინ, როცა წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა. სწრაფ გზაზე მარცხენა ზოლი ისე არ უნდა დაიკავო, თუ მარჯვენა თავისუფალია.

კანონის ტექსტი

გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. საგზაო ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 276 · gaswreba