ბილეთი №509 · გასწრება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 3ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 4მხოლოდ მოპედის მძღოლსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ მოპედის მძღოლს
მოკლედ
ნიშანი „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“ მოპედის მძღოლსაც კრძალავს მის მოქმედ ზონაში მოძრაობას. გასწრების აკრძალვა კი მოპედის გასწრებას არ კრძალავს, თუ შემხვედრ ზოლში არ გადადიხარ.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშნები: 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას; 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 509 · gaswreba