ბილეთი №507 · გასწრება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1მხოლოდ ველოსიპედის მძღოლს
- 2მხოლოდ მოპედის მძღოლსსწორი პასუხი
- 3ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ მოპედის მძღოლს
მოკლედ
მოპედით ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია. ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ზოლი, ველობილიკი და გვერდულა არ არის, გზაზე მოძრაობა გართულებულია და ქვეითები არ ფერხდება.
კანონის ტექსტი
განსაკუთრებული, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომლიც მისი კატეგორიის (ან ქვეკატეგორიის) საგზაო მოძრაობის მონაწილესათვის არის განკუთვნილი. : 2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. 3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 507 · gaswreba