ბილეთი №457 · ავტომაგისტრალი
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ მოპედის მძღოლს
- 3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 4ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
ავტომაგისტრალზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის და ავტომობილისა და მისაბმელისგან განსხვავებული ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე აკრძალულია ავტომობილი, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად). ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 457 · avtomagistrali