ბილეთი №460 · ავტომაგისტრალი

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

ბილეთი №460: მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

პასუხები

  1. 1არ არღვევსსწორი პასუხი
  2. 2არღვევს

სწორი პასუხი: 1. არ არღვევს

მოკლედ

იძულებით გაჩერებისას ავტომობილი სავალი ნაწილიდან უნდა გაიყვანო. თუ ვერ ახერხებ, ჩართე საავარიო შუქსიგნალიზაცია და დადე საავარიო გაჩერების ნიშანი: დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 15 მეტრზე, დაუსახლებელში არანაკლებ 30 მეტრზე.

კანონის ტექსტი

ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას. მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელში - 30 მეტრზე ნაკლები.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 460 · avtomagistrali