ბილეთი №378 · ავტომაგისტრალი
წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

პასუხები
- 1ეკრძალებასწორი პასუხი
- 2არ ეკრძალება
სწორი პასუხი: 1. ეკრძალება
მოკლედ
ავტომაგისტრალზე, მის შესასვლელზე და გამოსასვლელზე მობრუნება და უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია. გამოსასვლელის გასცდენის შემდეგაც ვერ დაბრუნდები უკუსვლით.
კანონის ტექსტი
ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით…
- დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:
- ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 378 · avtomagistrali