ბილეთი №458 · ავტომაგისტრალი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 3ორივე ავტომობილის მძღოლს
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სიგნალით მომუშავე საგზაო-სარემონტო ავტომობილს შეუძლია ნიშნებისა და მონიშვნის მოთხოვნებს გადაუხვიოს, თუ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს სიგნალი უპირატესობას არ იძლევა სხვების მიმართ.
კანონის ტექსტი
მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადა აქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5-მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნებს თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?
- სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:
- გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 458 · avtomagistrali