ბილეთი №456 · ავტომაგისტრალი
არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

პასუხები
- 1არ არღვევს
- 2არღვევსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არღვევს
მოკლედ
ავტომაგისტრალზე გაჩერება და დგომა აკრძალულია, გარდა სპეციალურად მონიშნული ადგილებისა. იძულებით გაჩერებისას უნდა სცადო მანქანის სავალი ნაწილიდან გაყვანა, ხოლო თუ ვერ ახერხებ, ჩართე საავარიო შუქსიგნალიზაცია და მონიშნე მანქანა.
კანონის ტექსტი
ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
- სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის…
- მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 456 · avtomagistrali