ბილეთი №454 · ავტომაგისტრალი

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №454: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. 2ორივე ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 2. ორივე ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

ავტომაგისტრალზე მეორე ზოლის იქით 3,5 ტონაზე მძიმე სატვირთოთი და 7 მეტრზე გრძელი მისაბმელიანი ავტომობილით მოძრაობა აკრძალულია. გამოსვლისას დროულად გადადი გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე.

კანონის ტექსტი

ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახამდ, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 454 · avtomagistrali