ბილეთი №187 · საინფორმაციო ნიშნები

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?

ბილეთი №187: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?

პასუხები

  1. 1თეთრი ავტომობილის მძღოლი
  2. 2მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. 3შავი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 3. შავი ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს, რომელიც ორმხრივი გზის ღერძზე დგას, მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუარო. გზაჯვარედინის წინ დადგმული ზოლის მიმართულების ნიშანი მთელ გზაჯვარედინზე მოქმედებს.

კანონის ტექსტი

ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება, რომელიც გზაჯვარედინის წინ დადგმული ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 187 · sainformacio nisnebi