ბილეთი №189 · საინფორმაციო ნიშნები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №189: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. 2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  4. 4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

თანმხვედრი მიმართულების სამ ან მეტ ზოლიან გზაზე მარცხენა ზოლი ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, გასწრებისას, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას. სატვირთოსთვის მხოლოდ მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას.

კანონის ტექსტი

თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 189 · sainformacio nisnebi