ბილეთი №192 · საინფორმაციო ნიშნები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 3ორივე ავტომობილის მძღოლი
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლი
მოკლედ
მოხვევის ან მობრუნების წინ დროულად დაიკავე შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე. ნიშანი „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება“ სატვირთოს, ტრაქტორსა და თვითმავალ მანქანას რეკომენდებულ მიმართულებას უჩვენებს.
კანონის ტექსტი
გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. საგზაო ნიშანი 7.15.3 „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება” - მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 192 · sainformacio nisnebi