ბილეთი №486 · საინფორმაციო ნიშნები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

პასუხები
- 1მხოლოდ A და C მიმართულებით
- 2მხოლოდ B და C მიმართულებით
- 3მხოლოდ A და B მიმართულებითსწორი პასუხი
- 4მხოლოდ A მიმართულებით
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ A და B მიმართულებით
მოკლედ
გზაზე, სადაც სამარშრუტო ტრანსპორტის ზოლია, სხვა ტრანსპორტს ამ ზოლზე მოძრაობა და გაჩერება ეკრძალება. წყვეტილი ხაზით გამოყოფილ ზოლზე მოხვევისას გადაჯგუფდები, თუ ეს სამარშრუტო ტრანსპორტს არ შეუშლის ხელს.
კანონის ტექსტი
5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 486 · sainformacio nisnebi