ბილეთი №488 · საინფორმაციო ნიშნები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

პასუხები
- 1მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 2მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
- 3მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
- 4მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)სწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
მოკლედ
გზაზე, სადაც სამარშრუტო ტრანსპორტის ზოლია, სხვა ტრანსპორტს ამ ზოლზე მოძრაობა და გაჩერება ეკრძალება. წყვეტილი ხაზით გამოყოფილ ზოლზე მოხვევისას გადაჯგუფდები, თუ ეს სამარშრუტო ტრანსპორტს არ შეუშლის ხელს.
კანონის ტექსტი
5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 488 · sainformacio nisnebi