ბილეთი №389 · შუქნიშანი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

ბილეთი №389: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

პასუხები

  1. 1მხოლოდ A მიმართულებითსწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ B მიმართულებით
  3. 3მხოლოდ C მიმართულებით
  4. 4არცერთი მიმართულებით

სწორი პასუხი: 1. მხოლოდ A მიმართულებით

მოკლედ

რევერსულ გზაზე შესასვლელად მოხვევისას გასვლის შემდეგ დაიკავე განაპირა მარჯვენა ზოლი. სხვა ზოლზე გადასვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ იქ ერთი მიმართულებით მოძრაობაა ნებადართული.

კანონის ტექსტი

შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა. საგზაო ნიშანი 5.10 „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ − მიუთითებს 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნული გზიდან.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 389 · suqnisani