ბილეთი №480 · შუქნიშანი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნების ამ სიგნალებზე?

პასუხები
- 1ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა
- 2არცერთმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა
- 3მხოლოდ ტრამვაის მძღოლმა
- 4მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
მოკლედ
მწვანე რთავს მოძრაობას. „T“-სებურ შუქნიშანზე მოძრაობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი ერთად ანთია. მხოლოდ სამი ზედა სიგნალი კრძალავს.
კანონის ტექსტი
შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას; 5. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო - პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
ამ თემის სხვა ბილეთები
- დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს…
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 480 · suqnisani