ბილეთი №477 · შუქნიშანი
რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1მხოლოდ პირველი ტრამვაის მძღოლის მიმართ
- 2მხოლოდ მეორე ტრამვაის მძღოლის მიმართ
- 3ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართსწორი პასუხი
- 4არცერთი ტრამვაის მძღოლის მიმართ
სწორი პასუხი: 3. ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ
მოკლედ
გზაჯვარედინზე ნებადამრთველ სიგნალზე შესულს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა, თუ სხვას არ დააბრკოლებს, ვისთვისაც მოძრაობა ღიაა. გზა ისეთ ტრამვაის უნდა დაუთმო, რომლის მიმართულებაც ღიაა.
კანონის ტექსტი
რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნების ამ სიგნალებზე?
- დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 477 · suqnisani