ბილეთი №48 · გზაჯვარედინი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №48: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. 3ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
  4. 4არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ

მოკლედ

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.

კანონის ტექსტი

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 48 · gzajvaredini