ბილეთი №113 · გზაჯვარედინი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
- 2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- 3როგორც სატვირთო ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლების მიმართსწორი პასუხი
- 4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
სწორი პასუხი: 3. როგორც სატვირთო ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლების მიმართ
მოკლედ
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება წითელი მსუბუქი ავტომობილის…
- რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 113 · gzajvaredini