ბილეთი №120 · გზაჯვარედინი
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- 2მხოლოდ შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- 3როგორც სატვირთო ავტომობილის, ასევე შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ
მოკლედ
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 120 · gzajvaredini