ბილეთი №171 · გზაჯვარედინი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1ვალდებულიასწორი პასუხი
- 2არ არის ვალდებული
სწორი პასუხი: 1. ვალდებულია
მოკლედ
როცა სხვა გზაზე შესასვლელად ტრიალებ და ქვეითთა გადასასვლელი არ არის აღნიშნული, გზა უნდა დაუთმო იმ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
კანონის ტექსტი
ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ლათინურად: martvis biletebi · bileti 171 · gzajvaredini