ბილეთი №512 · გზაჯვარედინი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №512: რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1ჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ველოსიპედმა
  2. 2ჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმასწორი პასუხი
  3. 3ჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

სწორი პასუხი: 2. ჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა

განმარტება

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 512 · gzajvaredini