ბილეთი №963 · გზაჯვარედინი
აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
პასუხები
- 1აქვს უფლება, თუ შუქნიშნის სიგნალი იძლევა მოძრაობის უფლებას
- 2არ აქვს უფლებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ აქვს უფლება
მოკლედ
გზაჯვარედინზე არ გახვიდე, თუ საცობის გამო სავარაუდოდ იძულებული გახდები იქ გაჩერდე და განივ მოძრაობას შეუშალო ხელი. ეს წესი მაშინაც მოქმედებს, როცა შუქნიშანი გაძლევს გასვლის უფლებას.
კანონის ტექსტი
მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
- გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 963 · gzajvaredini