ბილეთი №49 · გზაჯვარედინი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №49: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართსწორი პასუხი
  2. 2მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. 3მხოლოდ ავტობუსისა და მოტოციკლის მძღოლების მიმართ

სწორი პასუხი: 1. ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ

მოკლედ

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.

კანონის ტექსტი

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 49 · gzajvaredini