ბილეთი №1278 · შუქნიშანი
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

პასუხები
- 1ვალდებულია
- 2არ არის ვალდებულისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ არის ვალდებული
მოკლედ
გზაჯვარედინზე ნებადამრთველ სიგნალზე შესულს შეუძლია გააგრძელოს გზა გასასვლელზე მდგარი ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად, თუ სხვას არ დააბრკოლებს. თუ გზაზე სიგნალების წინ „სდექ“ ხაზებია, თითოეულ სიგნალს უნდა დაემორჩილო.
კანონის ტექსტი
რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ამ თემის სხვა ბილეთები
- თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული…
- რომელი ავტომობილის მძოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1278 · suqnisani