ბილეთი №168 · შუქნიშანი
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

პასუხები
- 1ვალდებულიასწორი პასუხი
- 2არ არის ვალდებული
- 3არ არის ვალდებული თუ არ შეაფერხებს საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
სწორი პასუხი: 1. ვალდებულია
მოკლედ
გზაჯვარედინზე ნებადამრთველ სიგნალზე შესულს შეუძლია გააგრძელოს გზა გასასვლელზე მდგარი ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად, თუ სხვას არ დააბრკოლებს. თუ გზაზე სიგნალების წინ „სდექ“ ხაზებია, თითოეულ სიგნალს უნდა დაემორჩილო.
კანონის ტექსტი
შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას…
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის…
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 168 · suqnisani