ბილეთი №167 · შუქნიშანი
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

პასუხები
- 1აქვს უფლებასწორი პასუხი
- 2არ აქვს უფლება
სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება
მოკლედ
ისრიანი სიგნალი მოქმედებს მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებაზე და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც იმავე ფერის უისრო სიგნალს. მარცხნივ მოხვევის ისარი მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ნიშანი ან მონიშვნა არ კრძალავს.
კანონის ტექსტი
მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას…
- მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას…
- რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 167 · suqnisani