ბილეთი №544 · მანევრირება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

პასუხები
- 1მხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
- 2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- 3მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
- 4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
სწორი პასუხი: 3. მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს მისაბმელიან სატვირთოთი და ტრაქტორით მოძრაობას და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. ამიტომ მობუქსირე მანქანას მოძრაობა ეკრძალება.
კანონის ტექსტი
სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 544 · manevrireba