ბილეთი №942 · მანევრირება

დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:

პასუხები

  1. 1ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
  2. 2სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
  3. 3სავალი ნაწილის მარჯვენა მხარესწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე

მოკლედ

დაუსახლებელ პუნქტში, ორმხრივ გზაზე გამყოფი ზოლისა და ტროტუარის გარეშე, სავარძელ-ეტლით მოძრავი პირი სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მიდის.

კანონის ტექსტი

დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 942 · manevrireba