ბილეთი №941 · მანევრირება
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
პასუხები
- 1სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
- 2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარესწორი პასუხი
- 3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
სწორი პასუხი: 2. სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
მოკლედ
დაუსახლებელ პუნქტში, ორმხრივ გზაზე გამყოფი ზოლისა და ტროტუარის გარეშე, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანი სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მიდის.
კანონის ტექსტი
დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 941 · manevrireba