ბილეთი №506 · გასწრება
ისრით ნაჩვენები რომელი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს მოპედის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს?

პასუხები
- 1A მიმართულებით
- 2როგორც A, ასევე B მიმართულებით
- 3B მიმართულებითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. B მიმართულებით
განმარტება
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 506 · gaswreba