ბილეთი №954 · გასწრება

თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:

პასუხები

  1. 1გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
  2. 2მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
  3. 3შეწყვიტოს გასწრებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. შეწყვიტოს გასწრება

მოკლედ

თუ გასწრებისას გამოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც წინასწარ ვერ განჭვრიტე, გასწრება შეწყვიტე. სიჩქარის გაზრდა ან სიგნალი და გასწრების გაგრძელება არ გამოდგება.

კანონის ტექსტი

თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 954 · gaswreba