ბილეთი №224 · სიჩქარე

რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

ბილეთი №224: რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

პასუხები

  1. 1არა უმეტეს 40კმ/სთ
  2. 2არანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 90კმ/სთ
  3. 3არანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 60კმ/სთსწორი პასუხი
  4. 4არანაკლებ 20კმ/სთ და არა უმეტეს 40კმ/სთ

სწორი პასუხი: 3. არანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 60კმ/სთ

მოკლედ

დასახლებულ პუნქტში ზოგადი ზღვარი 60 კმ/სთ-ია. ნიშანი 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ქვედა ზღვარს ადგენს, ამიტომ სიჩქარე ნიშანზე მითითებულსა და 60 კმ/სთ-ს შორის უნდა იყოს.

კანონის ტექსტი

თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. საგზაო ნიშანი 4.6. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 224 · sicqare