ბილეთი №225 · სიჩქარე

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?

ბილეთი №225: რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. 2მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. 3მხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი
  4. 4მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლებისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები

მოკლედ

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მისაბმელის გარეშე ავტომაგისტრალზე შეუძლია 110 კმ/სთ, სხვა გზაზე 90 კმ/სთ. C კატეგორიისთვის ზღვარია 80 და 70 კმ/სთ.

კანონის ტექსტი

გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 225 · sicqare