ბილეთი №235 · სიჩქარე
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?

პასუხები
- 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 2მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები
- 3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
- 4მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლებისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
მოკლედ
C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ-მდე შეუძლიათ, სხვა გზაზე 70 კმ/სთ-მდე. 100 კმ/სთ ამ ზღვარს აჭარბებს.
კანონის ტექსტი
გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ…
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ…
- ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 235 · sicqare