ბილეთი №307 · სიჩქარე
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ისინი მოძრაობენ 90 კმ/სთ სიჩქარით?

პასუხები
- 1მხოლოდ კვადროციკლის მძღოლი
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 3მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
- 4მხოლოდ კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლებისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლები
მოკლედ
A კატეგორიის, A1 და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს ყველა გზაზე 80 კმ/სთ-ზე მეტით მოძრაობა ეკრძალებათ. 90 კმ/სთ-ზე კვადროციკლი და მოტოციკლი ამ ზღვარს არღვევენ.
კანონის ტექსტი
გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?
- დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის…
- რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნის მოქმედების…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 307 · sicqare